Monday 14 July 2014

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში (მეორე დონის ტრენინგი)

ხანგრძლივობა: 39 საათი, ცამეტი სამსათიანი დღე
აღწერასამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ფლობენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საბაზო დონის უნარ-ჩვევებს და აღნიშნული ტრენინგი არ გაუვლიათ.

კურსის აღწერა: სასწავლო პროცესში ისტ გამოყენების მნიშვნელობა; მასწავლებლის სტანდარტები და კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროში; სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები; სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები (გაკვეთილი, თემატური ერთეული, სასწავლო პროექტი), გაკვეთილისა და სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით, ეფექტური გაკვეთილის და სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები, ისტ-ის გამოყენება გაკვეთილის და სასწავლო პროექტის დაგეგმვის პროცესში; გაკვეთილის და სასწავლო პროექტის მომზადება: ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა, სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება; სწავლების სტრატეგიები ისტ-ის გამოყენებით; სწავლის შეფასება ისტ-ის გამოყენებით; გაკვეთილის და სასწავლო პროექტის შეფასება.

სახელმძღვანელო

ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი

ხანგრძლივობა: 24 საათი, რვა სამსაათიანი დღე
აღწერა: სამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოქმედი მასწავლებლები, რომლებსაც აღნიშნული ტრენინგი არ გაუვლიათ.

კურსის აღწერა: კომპიუტერის მოწყობილობების გაცნობა, ტექსტურ რედაქტორში მუშაობა, მოქმედებები ფაილებსა და საქაღალდეებზე, გრაფიკულ ობიექტებსა და ცხრილებთაბ მუშაობა, მონაცემების შეტანა ელექტრონულ ცხრილებში და რედაქტირება, ინფორმაციის მატარებლები და მათზე (დისკები, ფლეშ-მეხსიერება) მუშაობა, ინტერნეტში მუშაობა და მისი გამოყენება პროფესიული მიზნებისათვის, ტექსტური და მედია-ელემენტების მოძიება და გადმოწერა, ელექტრონული ფოსტის რეგისტრაცია და მოხმარება, სასწავლო ტესტის შედგენის მეთოდიკა.